შეირაღებული თავდასხმა “ლიბერთი ბანკზე” – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი პირი შეიჭრა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის, ჯერ უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, კითხავენ ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება) მუხლებით დაიწყო. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყველა სკოლაში დეზინფექციის პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასამხედრო ჰოსპიტალი 180 პაციენტს მიიღებს და უმკურნალებს