“შეიქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო, მოლაპარაკებების კოორდინაცია პაატა დავითაიას ვთხოვე” – გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტურში გამარჯვების შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გეგმებზე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. ვაშაძის თქმით, გამარჯვების მოპოვების შემდეგ შეიქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო, რომელიც იმუშავებს იმ რეფორმებზე, რაც გაერთიანებული ოპოზიციას აქვს დაგეგმილი. ვაშაძის განცხადებით, ამაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ამ საკითხზე კოორდინაცია მან პაატა დავითაიას სთხოვა:

„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ , მეორე ტურის მოგების შემდეგ, ეს არის კიდევ უფრო გაფართოებული ორგანო, სადაც იქნება თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პოლიტიკური წონა და პოლიტიკური ავტორიტეტი საქართველოში, რომელსაც ერქმევა ეროვნული თანხმობის საბჭო. რაზეც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და რის კოორდინაციაც პაატა დავითაიას ვთხოვე, ზუსტად ეს საბჭო დაკავდება იმ თემატური მიმდინარეობებით და რეფორმებით, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.“ – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას უნდა განხორციელდეს 6 პუნქტიანი გეგმა.

1. კოალიციური მთავრობა, 2. საარჩევნო სისტემის რეფორმა, 3. სასამართლოს რეფორმა, 4. კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, 5. ბრძოლა სიღარიბესთან და 6. საბანკო სისტემის რეფორმა.

banner
წინა სტატიაშილავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-„მაგთის“ ინტერნეტი, ნიკა შეროზია და ჩვენი ქუჩა