ამერიკის შეერტებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებას ეხმაურება.
“დიდი ალბათობით იყო რაიმე ანტიკოაგულანტზე, ანუ სისხლის გამათხელებელზე, მოციმციმე არითმიის ან მძიმე კორონარული იშემიის გამო; ან თუნდაც იმიტომ, რომ ლოგინად ჩავარდნილ ადამიანს, უმოძრაობით გამოწვეული თრომბოემბოლიის თავიდან ასაცილებლად სჭირდება.
ამასთან, სტრესში მყოფ უძლურ ორგანიზმში ვითარდება კუჭის და თორმეტგოჯას წყლული, კლასიკური მოცემულობაა.
ჰოდა, ანტიკოაგულანტის და წყლულის კომბინაცია იწვევს მძლავრ სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ესეც კლასიკური მოცემულობაა.
შეიძლებოდა თუ არა ამ სცენარის განვითარების თავიდან აცილება?
დიდი ალბათობით – არა.
შეუძლებელი იქნებოდა ამ ასაკის ადამიანში, რომელსაც ამოწურული ჰქონდა ყველა სასიცოცხლო რეზერვი. რა არის გამოსაძიებელი?”_ ამბობს ზურაბ გურული.
ინფორმაციისთვის, მეუფე ნიკოლოზმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ ილია მეორეს კუჭის წყლული გაეხსნა, რის შედეგადაც დიდი სისხლი დაკარგა.
“ეს დიდი შეკითხვაა, რატომ გაიხსნა ასე და ამდენი სისხლი რატომ გამოუვიდა. მოედინებოდა ღვარად ეს სისხლი…რა მოხდა?!
საპატრიარქოში იყო მაშინ… ვკითხოთ რეანიმატოლოგებს ეგ ამბავი და ნელ-ნელა ეგეც გამოვიძიოთ”,_ განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.















