,,შეიძლება ვიღაც მიჩვეულია, მანქანა გარედან მართოს, მაგრამ არსებობს სტანდარტი”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის აზრით, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე მთავრობის ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს.
“საკითხს აქვს ორი მხარე – ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მივესალმები იმას, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანები ქვეყანაში აღარ შემოვიდეს. ამას მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ვისაც ასეთი მანქანა უკვე ჰყავს, აკრძალვა არ უნდა შეეხოს. შეიძლება ვიღაც მიჩვეულია, რომ მანქანა გარედან მართოს, მაგრამ არსებობს სტანდარტი, რომელზეც შეთანხმებულია მთელი მსოფლიო. არის ქვეყნები, სადაც უნდა იყოს მარცხენასაჭიანი მანქანები და არის ქვეყნები, სადაც უნდა იყოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. მარჯვენასაჭიანი მანქანები შექმნილია იმ ქვეყნებისათვის, სადაც მოძრაობა არის პირიქით”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება. შესაბამისი ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” და სხვა რამდენიმე კანონში შედის, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი საგანგებო რეჟიმის გასაგრძელებლად კონსტიტუციის შეცვლაზე ფიქრობს
შემდეგი სტატიასასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს