,,შეიძლება შსს-მ ორ დღეში ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს?! გამოდის, რომ მის წინასწარ დასკვნებს ჩირის ფასი აქვს”

შეიძლება პასუხისმგებელმა სტრუქტურამ – შსს-მ ორ დღეში ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს?! გამოდის, რომ მის წინასწარ დასკვნებს ჩირის ფასი აქვს, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხადას ხეობაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

“ხადას ხეობის ამბავი საშინელი ტრაგედიაა. როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ყველამ, საკითხავია, მაგრამ უპასუხისმგებლობის და დაუსჯელობის გამეფებულ სინდრომზე რომ ვსაუბრობ ხოლმე, შსს-ს ამ შემთხვევას ვგულისხმობ: ორი დღეა სამინისტრო გვეუბნებოდა რომ ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებაო, ახლა გვეუბნებიან საზარელი, თრილერის მსგავსი მკვლელობის შესახებ. შეიძლება პასუხისმგებელმა სტრუქტურამ ორ დღეში ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს?! შეიძლება, რომ სრულიად გადაუმოწმებელი, არაკვალიფიციური, მოუმზადებელი რამ უთხრა ხალხს, მერე გადათქვა და მერე არაფერი?! ეს სულ მცირე უპუხისმგებლობაა და უარეს შემთხვევაში მანიპულაცია. ამ სიმაღლის სახელმწიფო უწყებას ბევრად მეტი დაფიქრება და სიფრთხილე მართებს. თუ არ იცი მიზეზი, თქვი რომ იძიებ, დაადგენ და იტყვი, როცა გაარკვევ. უნდა გამოვიდეს ახლა სამინისტრო, ახსნას, რატომ მოხდა ეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მის წინასწარ დასკვნებს ჩირის ფასი აქვს”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 19 წლის მ.კ. დააკავა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს შეხვდება