“შეიძლება, შეცდომა იყო, რომ უფრო ადრე არ გავეცი ბრძანება”- გახარია დარბევაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცდომად თვლის იმ ფაქტს, რომ 20 ივნისის აქცისის დარბევის ბრძანება უფრო ადრე არ გასცა. გახარიას თქმით, მან ხელი ამ ბრძანებას მოაწერა 20 ივნისს, 12-დან პირველ საათამდე პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა ტერიტორია.

“როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და სპეციალური ღონისძიების კურატორის გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტულად, იმ ლოკაციაზე იმ კონკრეტული საპროგნოზო მონაცემებით, რაც არსებობს, გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი… ამ ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა: ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე, რა სპეციალური საშუალებებით და რა პასუხისმგებლობებით მოქმედებს.

როდესაც პირველი შტურმი დაიწყო, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რა დროსაც მოხდა პირველი ფლანგის გარღვევა და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია უკნიდან წინ, ფარებით, თორემ 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა”- განაცხადა გახარიამ “რეაქციაში” სტუმრობისას და თქვა, რომ ამის შემდგომ, ღამის 10 საათიდან გაიცა ბრძანება, პოლიციას არ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

“ეს ბრძანება ხდება სიტყვიერად. როდესაც დაიძაბა სიტუაცია, მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეიცალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება, არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან არ გაეტაცათ 300 ფარი და 30 პოლიციელი ხალხის მასაში. შეიძლება, ბრძანება და განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, გასაცემი იყო ადრე.

7-დან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათიდან დაიწყო შტურმი და გაარღვიეს პოლიციის კორდონი, განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი გადმოვწიეთ წინ და 2.5 საათი გრძელდებოდა შტურმი და სანამ რისკი არ დადგა პოლიციელებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლის, მანამდე არ გამოვიყენეთ.

ჩვენ იმედი გქვონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა. ამიტომ ვითმენდით. გაზი იმიტომ ვისროლეთ შორს, რომ ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შტურმში, გაფანტულიყვნენ”-თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პოზიცა – 26 მაისი სადამსჯელო ღონისძიება იყო, 20 ივნისი – მოგერიება
შემდეგი სტატიაგახარია-ივანიშვილის რეჟიმის ისტორია შეიძლება შეფასდეს, ხალხისთვის თვალის ჩაკვრიდან თვალის დათხრამდე – ნიკა მელია