შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი – ხვიჩია

შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა მათი თანდასწრებით ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი, არამედ იყოს სასაუბრო , – ამის შესახებ გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევის საკითხს გამოეხმაურა.

ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ სესიაზე მისი ვეტოს განხილვაც მოხდება.

“დეჟავუ მაქვს იმის, კარი რომ იყო დაკეტილი, ოპოზიცია რომ ვერ შევიდა და სხდომა არ ჩატარდა, ამასაც ვუშვებ, მაგრამ ვაითუ ეგ არ მოხდეს და “ქართული ოცნება” გამოცხადდეს დარბაზში, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს პოზიცია და იქ დრო არ დაიხარჯოს ჩხუბსა და კამათში და ისეთ რამეში, რაც დესტრუქციის საშუალება მისცემს ხელისუფლებას. უნდა შეძლონ საქმეზე საუბარი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ქვეყანას ეხება. ეს რთულად წარმომიდგენია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევძლოთ, შეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა საჭირო, რომ მათი თანდასწრებით ნაკლებად იჩხუბონ კოლეგებმა, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, გააჩნია, ვის რა მოსწონს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი, არამედ იყოს სასაუბრო,”, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამოსამართლის სათქმელი არის დარბაზში – ბესელია