“შეიძლება, ნილოსმა დაიწყოს უკუღმა დენა, მაგრამ კვირიკაშვილი ლიდერი ვერასდროს ვერ გახდება”

გიორგი კვირიკაშვილის ჟუნრალისტებთან გამართული შეხვედრის შედეგებს პოლიტიკოსები აჯამებენ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, “გუშინ ჩვენ ვიხილეთ საწყალი მარიონეტის გამოსვლა“.

“შეიძლება, ნილოსმა დაიწყოს უკუღმა დენა, მაგრამ კვირიკაშვილი ლიდერი ვერასდროს ვერ გახდება. მონა თავისუფლებაშიც მონაა, თავისუფალი ადამიანი მონობაშიც თავისუფალია. შესაბამისად, გუშინ ჩვენ ვიხილეთ საწყალი მარიონეტის გამოსვლა, რომელსაც თვალწინ ედგა არა თავისი ქვეყანა, რომელიც ფორმალურად აბარია, არამედ თავისი პატრონის განწყობა, რა მოეწონებოდა ივანიშვილს მის პასუხებში და რა არ მოეწონებოდა,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიაროსლავში ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა ჩამოხსნეს
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილის და უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ჩხუბი “შუსტერ ლაივში”