შეიძლება მეც ვიყო – ზარქუა 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე

“ის რაც აქცია იყო, იქ იყო გაერთიანებული განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები და ჩვენ ვნახეთ, მცდელობა იყო რადიკალური ოპოზიციისგან, რომ ვთქვათ სცენაზე ასულიყვნენ, ბანერები აეტანათ და ისინი როგორ ჩამოაგდეს იქიდან და სწორი მიდგომა იყო, რა დროს მიშა და ნაციონალური მოძრაობაა. აქ ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები, ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება მეც ვიყო. ისევე როგორც ამ წინა აქციაზე მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, ძალიან ბევრი, ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის დიახ, ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი, იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლითაც ევროპა დღემდე ამაყობს”. – თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე.

წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება
შემდეგი სტატიაზახაროვა – მოსკოვის პასუხი ლიეტუვას მიმართ არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა