“შეიძლება, განტევების ვაცად შესწირონ ვინმე” – ექიმის პირველი კომენტარი სუს-ში დაბარების შემდეგ

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-ში მის დაბარებას რამდენიმე ვერსიას უკავშირებს.
ექიმი არ გამორიცხავს, რომ BBC-ის სკანდალური გამოძიების საქმეზე “ოცნებამ” “განტევების ვაცი ნახოს და ამ საქმეს შესწიროს”.

ჩახუნაშილი თავად ტოქსიკური ნივთიერებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როგორი ლეგალური იარაღიც არ უნდა გამოეყენებინა შსს-ს მომიტინგეების წინააღმდეგ, მისი დიდი დოზით და დასახლებულ პუნქტში გამოყენება, მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა.

“ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ” – ამბობს მედიკოსი.
დაბარებები და გუშინდელი დაწყებული გამოძიება ერთის მხრივ, ეხმიანება იმას, რომ ეშინიათ ალბათ სანქცირების და შესაბამისად, აჩვენებენ, რომ რაღაც ტიპის გამოძიება დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სავარაუდოდ, შეიძლება, იფიქრონ კიდეც, რომ ვიღაც შესწირონ, ასე ვთქვათ, განტევების ვაცად და მეორეს მხრივ, ემსახურება იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ და მათ თვალში არ მოსდით, შესაბამისად, მერე უნდა შეაშინონ ეს ადამიანები.

ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, თუმცა ნივთიერების მიუხედავად, ის მავნე ეფექტები, რაც გამოვლინდა, სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოყენებინათ, ჩენი სტატია იმას ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება და ისე გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი, სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი.

ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ, რომ მერე თავის ამომრჩეველს, რომელიც მწირია, მაგრამ მაინც ჰყავთ, მიჰყიდონ ეს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი მიკერძოებულია.

შტრიხკოდით მერე დაადარეს, რომელი იქნებოდა გამხსნელი. გამსხნელი იპოვეს, იმიტომ, რომ ერთი ნივთიერებაა და უკვე რაც არის ფხვნილი, სავარაუდო აქროლადი ნივთიერება, რომელიც დასაშლელად შეიძლება, გამოიყენო, იყო ეს ციანიდის ერთ-ერთი დერივატი, – ამბობს ჩახუნაშვილი.

ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ვრცელ გამოძიებაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელსაც ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC მედიკოსის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ამახვილებს, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები.

BBC კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა, რომ წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “თუ, ქიმიური იარღი შეიძინეს ნაცებმა და 2012 წლამდე იყენებდნენ, რატომ არ ამხილეთ ისინი და რატომ არ აღძარით სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ?!”
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება