“შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება” – ტუღუში

საპარლამენტო უმცირესობამ შესაძლოა სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვოს. როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნები კომისიის ფარგლებში, საარჩევნო სისტემას უკავშირდება და იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, კომისიის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებენ:

„ძირითადი მიზეზი ჩვენი მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის იყო ის, რომ მიგვეღწია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ვგულისხმობთ მნიშვნელოვან ცვლილებას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დარიგებულ ვარიანტში გაუქმებულია მაჟორიტარული სისტემა და საუბარია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. ახლა ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც ეს მოცემულ ფორმულაშია, რომ პირველ ადგილას გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს გადანაწიელბა პროპორციულად. შესაბამისად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა და ვაპირებთ რომ მივაღწიოთ ამას. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება,“-განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ტუღშმა.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გია ჭანტურია წარადგინეს
შემდეგი სტატიახელისუფლება ცდილობს ახალი კონსტიტუციით შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება – სამადაშვილი