,,შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ , ან გამოგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ”- ჟორჟოლიანი

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

„მე მინდა, რომ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს იმის განცდა რა მოხდება ხვალ ან ზეგ, შეიძლება ბოლოჯერ გვიყურებთ, ან ორი დღე კიდევ ვიყოთ, არ მგონია ეს კვირები გაგრძელდეს, შემდეგ ან გამოგვთიშავენ ან შემოვლენ და გაგვიყვანენ, ან გვთხოვენ, რომ გავიდეთ, ასე გაგრძელდება მოვლენები. ეს ტელევიზია წაგვართვეს, ჩვენი ეს ტელევიზია აღარ არის,ე ს ტელევიზია არის ქიბარ ხალვაშის, უთქვამს, რომ შევხვდები კოლექტივსო, ბატონო ქიბარ ჩვენ კოლექტივი არ ვართ, მაქსიმუმ შეგიძლიათ გვიწოდოთ ერთი გუნდის წევრები, რომლებიც წლებია ვაკეთებთ ამ არხზე რეიტინგს, ვქმნით ამ არხს და ამ არხს აღარ აქვს ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც თქვენი ხელმძღვანელობის სროს ჰქონდა, თქვენ როგორიც დაგვტოვეთ ისეთებიც აღარ ვართ, დღეს დიდია ეს ტელევიზია, სხვა ტელევიზია დატოვეთ და გაცილებთ უკეთესი წაიღეთ. მაყურებელს ვთხოვ, თუ გინდათ ვიყოთ, დაგვიცავით, ჩვენ არ დავნებდებით, მაგრამ თქვენი ჯერია, ძალიან სამართლიანად მაყურებლის ნაწილი ჩვენზე გაბრაზებულია, მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო, ყველაზე მეტად როცა რაღაც არ მოგწონდათ, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში, დამერწმუნდეთ, ხვალ ისევ მოგინდებათ, რომ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს, რაღაცებზე ხელი არ მოგვიწერია, უავტორო სიუჟეტები მაინც არ მოგვიწერია ხელი“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიაქიმიძეს და დვალს გადავუფორმებთ იმ წილს, რაზეც ვართ მოლაპარაკებული
შემდეგი სტატიასამარცხვინო მოსამართლეებო, ივანიშვილი მიგატოვებთ და თქვენ კანონის წინაშე აგებთ პასუხს – უგულავა