„შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ “თიბისი” ბანკმა ანაკლიის პორტი არ ააშენოს“ – გიგაური

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ მმართველობიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულს ბანკზე პოლიტიკურ თავდასხმას უწოდებენ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, TBC-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს.
„არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი” ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა.

ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თავდაპირველად იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და რომელიც საუბრობს 11 წლის წინანდელ დარღვევებზე და ამის შემდეგ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა “თიბისი” ბანკის მენეჯმენტის გადაყენება. დღეს მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა მათთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების განხორციელება,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშიორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა – რას წერს ახალგაზრდა დედა “ფეისბუქზე”
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” სემეკს მიმართავს