PLUS-ის დაბადების დღის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს დამატებითი PLUS-ების დაგროვების შესაძლებლობას სთავაზობს.
კამპანია, რომელიც 2026 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ აქციებითა და კრიპტო აქტივებით ინვესტირებაში და დასაჩუქრდნენ 1,000,000-მდე PLUS ქულით.
კამპანიაში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ, გახსნათ მობილბანკი, ეწვიოთ ინვესტიციების სივრცეს და შეიძინოთ 70 კრიპტოდან ერთ-ერთი ან სასურველი კომპანიის აქცია.
მობილბანკში ყოველი მე-10 ყიდვის ტრანზაქცია საჩუქრდება.
თუ თქვენი ტრანზაქცია მე-10, მე-20, 30-ე და ა.შ. იქნება, თქვენ მომენტალურად მიიღებთ საჩუქრად PLUS ქულებს. საჩუქარი იწყება 1,000 PLUS ქულით და ყოველ მომდევნო მე-10 ტრანზაქციაზე იზრდება 500 ქულით, მაქსიმუმ 3,000 ქულამდე, რის შემდეგაც ციკლი თავიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ:
- ამ საჩუქრის მიღებას შეძლებთ ერთხელ, ფასიანი ქაღალდების აქციის და ერთხელაც კრიპტო აქტივების აქციის ფარგლებში.
- ქულები დაგერიცხებათ ტრანზაქციის შესრულების დღესვე, რის შესახებაც შეტყობინებას მიიღებთ.
მთავარი პრიზი: 1,000,000 PLUS ქულა!
ყოველი 50,000-ე ტრანზაქციის შემსრულებელი გახდება 1,000,000 PLUS ქულის მფლობელი.
- გაითვალისწინეთ: მთავარი პრიზს მომხმარებელი მიიღებს მხოლოდ ერთხელ – ფასიანი ქაღალდების ან კრიპტო აქტივების კამპანიის ფარგლებში. გამარჯვებულს ბანკი დაუკავშირდება ტრანზაქციის შესრულებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.


















