შეიარაღებულმა ოკუპანტებმა 62 წლის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტიდან გაიტაცეს

62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილის დაკავება 2 საათის წინ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან მწყემსი გაიტაცეს. როგორც ,,თაიმერს” გამგებლის წარმომადგენელმა განუცხადა, 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილის დაკავება 2 საათის წინ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. “მეწყვილესთან ერთად მწყემსავდა საქონელს, უაზის ტიპის მანქანით მოვიდნენ რუსები, ხუთნი ყოფილან და დააკავეს ვახტანგ მჭედლიშვილი. ტერიტორიაზე სადაც დაკავება მოხდა თითქმის ყოველდღიურად აძოვებენ საქონელს”-განაცხადა დავით ტატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისის გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: არ დავიშურებთ ძალისხმევას არჩევნებამდე საქართველოს ჰქონდეს ის, რასაც ვიმსახურებთ – ვიზალიბერალიზაცია