26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში: მარკეტში შეჭრილი მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით  წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით “მარიხუანა” და ფული
შემდეგი სტატიაპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი