შეიარაღებული თავდასხმა სოფელ ბალდაში-ორი დაჭრილი-თაიმერი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, სადაც რამდენიმე თვეა პროტესტის კერაა, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, “კანიონ 350” მიერ მიგზავნილმა პირებმა ჯერ სოფლის ორი მკვიდრი დაჭრეს, შემდეგ კი კარავში შეირაღებულები შეიჭრნენ.

აქტივისტი გიგა ბექაური აცხადებს, რომ კარავში სანადირო თოფით და დანებით შევიდნენ.

როგორც ადგილობრივები ადგილიდან იუწყებიან, ერთ-ერთ დაჭრილს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელსაც ქუთაისში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.

უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.

 

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის პირველი ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით აირჩევენ