შეიარაღებულ ძალებში განხორციელდება მთელი რიგი რეფორმები – ჩაჩიბაია

გენერალური შტაბის ახალმა უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს საბრძოლო დროშა გადაიბარა. გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი მთავარი ამოცანა ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა და ნატო-სთან მაქსიმალური ინტეგრაცია იქნება.

„შეიარაღებულ ძალებში განხორციელდება მთელი რიგი რეფორმები, ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან,“-აცხადებს ჩაჩიბაია.

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობა ალიანსთან მჭიდროა, თუმცა მისი ფუნქცია ახალ თანამდებობაზე იქნება მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია : ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიახვალ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა გადაიკეტება