„შეგვიძლია ვიმსჯელოთ მორატორიუმის შემოღებაზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში სკოლებში ინსპექტირებების ჩატარებას შეზღუდვებს დაუწესებს“ – მარიამ ჯაში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში – მიხეილ ბატიაშვილს ორი დღის განმავლობაში მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია. მინისტრთან შეხვედრით კი კმაყოფილია განათლების კომიტეტის თავმჯდომარე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, დეპუტატებმა მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს:

„კომიტეტმა მიიღო სამი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. პირველი – აღნიშნული შემთხვევიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს გარანტირებული ყოველგვარი პოლიტიკური ინტერპრეტაციები, თუნდაც გეგმიური ან საგანგებო ინსპექტირებასთან დაკავშირებული, საარჩევნოდ განსაკუთრებით, სენსიტიურ პერიოდში, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მორატორიუმის შემოღებაზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში შეზღუდვებს დაუწესებს მსგავსი ინსპექტირებების ჩატარებას სკოლებში, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია, პოლიტიკისგან თავისუფალი სკოლა,“-ამბობს მარიამ ჯაში.

banner
წინა სტატიაშიმსგავსი ქცევა წარმოადგენს თავდასხმას კონსტიტუციაზე, შეწყვიტეთ თავდასხმა! – მეთოფიშვილი ბესელიას მიმართავს
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის გამო, მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის