შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებას ჩვენი ქვეყანა ძალიან წარმატებულად ახორციელებს

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მაღალმა ხარისხმა რეალურად უზრუნველყო ადამიანის უფლებების დაცულობის მაღალი სტანდარტი და სასამართლოსადმი მაღალი ნდობა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის ცალსახა დაწინაურება სწორედ ამ პროგრესზე მიუთითებს.

“მნიშვნელოვანია Heritage Foundation-ის კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მხრივ. კვლევა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში გვაქვს ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო, რომელიც მართლმსაჯულებას მაღალი ხარისხით განახორციელებს. ჩვენ, ბუნებრივია, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და გვაქვს რეფორმირების უფრო ამბიციური სამომავლო გეგმა. მართლმსაჯულების დახვეწის პროცესი არ შეჩერდება, პირიქით უფრო გაღრმავდება. ჩვენ ვართ რეგიონში ლიდერი ქვეყანა და ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა გვაქვს იმის პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მდგომარეობა სასამართლო სისტემაში”,- აღნიშნა კილაძემ.

კვლევითი ცენტრის The Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის კრიტერიუმით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზეა.

banner
წინა სტატიაში“სასტუმრო “ფერმონტთან” პოროშენკომ გამოაგზავნა “ალფა” რომ წაიყვანონ სააკაშვილი,”- დავით საყვარელიძე
შემდეგი სტატიადოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა