13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“შეგნებულად თავს ვიკავებდი”- რას წერს ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს.

„შეგნებულად თავს ვიკავებდი პარტიული „დოქტრინების“ განხილვისგან, არც ახლა ვაპირებ. საზოგადოებამ და შედეგმა განსაჯოს.

ამასთანავე, რადგან ერთ-ერთი პარტიის „დოქტრინის“ ნაწილია პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკებები „რუსულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტპატიმარი, ძალიან მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას და სიტყვის წარმოთქმასაც კი.

გასაკვირია, რომ ეს პოზიცია, ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს, ვიდრე ზოგიერთმა მის შიგნით.

რუსთავის ქალთა ციხე“, – წერს ხოშტარია წერილში, რომელიც მის ფეისბუქზე გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატია“გმირობის საფასური უნდა გადაიხადონ!”- ნინო წილოსანი გახარიას გუნდის ინიციატივასა და აქციის მონაწილეთა ამნისტიას უპირისპირდება