„შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ეს ტრაგიკული საქმე ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი?“- ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს

ია კერზაიას საქმე და ზეწოლა წინასაარჩევნოდ საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე – პრემიერს ევროპელმა დეპუტატებმა ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილი შეახსენეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მამუკა ბახტაძეს ჰკითხეს, შეუძლია თუ არ დადოს პირობა, რომ ის გაითვალისწინებს ევროპარლამენტარების მოთხოვნას და ამ ტრაგიკულ საქმეზე გამოძიება დასრულდება.

„შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ეს ტრაგიკული საქმე ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი?“-მიმართეს პრემიერს.

მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა,რომ კერზაიას საქმე მართლაც ტრაგიკულია, თუმცა ამ ტრაგედიას გარკვეული ჯგუფები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ადამიანური ტრაგედია და მინდა მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია იყენებს ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს,“-განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: გულზე მხვდება ,რომ სახელმწიფო წარმომადგენელს ამცირებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ერთ კილო ფაროსანას 1000 მანეთად ჩაიბარებენ