“შეგიძლია იყო გონიერი ადამიანი და იფიქრო შენი ფრჩხილების სილამაზეზე” – პუტინი G7-ის ლიდერებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა G7-ის ლიდერების ხუმრობას უპასუხა და პოეტ ალექსანდრე პუშკინის სიტყვები გაიხსენა – “შეგიძლია იყო გონიერი ადამიანი და იფიქრო შენი ფრჩხილების სილამაზეზე”.

“არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება: წელამდე, წელს ქვემოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ამაზრზენი სანახაობა იქნება. [პუშიკინის ციტატა] ამაში ვეთანხმები, ადამიანში ყველაფერი ჰარმონიული უნდა იყოს: სულიც და სხეულიც. მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიული იყოს, უნდა მიატოვო ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და სხვა მავნე ჩვევები, დაკავდე ფიზიკულტურითა და სპორტით”, – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ბრიტანეთში გათეთრებული რუსული „ბინძური ფული“ კვლავ აფინანსებს რუსეთის ომს
შემდეგი სტატიაარავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ჩვენი სურვილია, ეს ომი სწრაფად დასრულდეს – კელი დეგნანი