შეღავათიანი სამგზავრო ბარათების გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა და დაბლოკვა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2018 13:46

შეღავათიანი სამგზავრო ბარათების გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა და დაბლოკვა

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. მერიის ინფორმაციით, ცვლილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა.
მერიის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.
როგორც მერიაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 17, 2018 13:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,813
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics