შეეწირება თუ არა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ სამუშაოებს სამასწლოვანი მაგნოლიის ხე

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჯერად სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის პერიოდის 300 წლოვანი, უნიკალური ჩრდილოეთ ამერიკული “ დიდ ყვავილა მაგნოლია” ემსხვერპლა! – ამის შესახებ “ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ახვლედიანი აცხადებს. მისი მტკიცებით,ბოტანიკური ბაღის დედოფალ მაგნოლიას ფესვები უხმება.

” სავალალო სურათის წინშე დავდექით. ჩვენს უკან არის მაგნოლიის სამასწლიანი ხე, რომელიც იყო ამ ბაღის მშვენება. როგორც მუშები გვებუნებიან, ამ ადგილას მძიმე ტექნიკა იყო რეაბილიტაციის დროს და აქ ხდებოდა ამ ტექნიკის საპოხი მასალით გამართვა. სავარაუდოდ დაუზიანდა ფესვები მაგნოლიას და ის სამწუხაროდ დაღუპულია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართონ შესაბამის ორგანოებს და შეისწავლონ სარეაბილიტაციო სამყშაოები”- აცახდებს იგი და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი რუსლან ლატარია ამბობს,რომ დიდფოთოლა მაგნოლია სამეგრელოს სამთავროს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასარგავად იტალიელ მებაღეს კოზეფ ბაბინს 1845 წელს ჩამოატანინა და ეს ხე დედოფლის უსაყვარლესი მცენარე იყო.”სიმართლე გითხრათ მე ბაღში 15 წელია არ შევსულვარ…მაგრამ რეაბილიტაციის დაწყებამდე საჭირო იყო ხეების და მცენარეების პასპორტიზაცია აგრონომების და დენდროლოგების მიერ. როგორც გავიგე ბევრი ხე-მცენარე შეეწირა რეაბილიტაციას. კვალიფიციური აგრონომები და სპეციალისტები უნდა ჩამოეყვანათ”,-გვითხრა მან. ამ თემასთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში კომენტარი არ კეთდება,მხოლოდ ამბობენ რომ მინდინარეობს ხე-მცენარეების პასპორტიზაცია და დაშვებული ხარვეზების გამისწორება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: 780 თანამშრომელი საპატიმროების შენობებში იცხოვრებს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას„კარფურიც“ შეუერთდა