შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო

სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“ – წერს ტუსკი.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს – გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის“ ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიუმსხვილესი ევროპული სახელმწიფოები 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის ძალისხმევას უჭერენ მხარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემუშავებისას
შემდეგი სტატიაირაკლი ტაბლიაშვილი: ჩემივე აზრით, ახლა უკვე მინერალების თაობაზე ხელმოწერაც ვეღარ განმუხტავს ვითარებას!.. ტრამპს სურს “პაკლონი”… უფრო ზუსტად, ბოდიში!