შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიიდან უკრაინაში გაუქმებული აბრამსის ტანკების გაგზავნის ნებართვა გასცა

შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიიდან უკრაინაში გაუქმებული აბრამსის ტანკების გაგზავნის ნებართვა გასცა. ავსტრალიური მედიის ABC-ის ცნობით, უკრაინისთვის 49 ტანკისგან შემდგარი პირველი პარტია ცოტა ხნის წინ მომზადდა ზღვით გადასაზიდად.

როგორც ABC აღნიშნავს, აშშ დათანხმდა უკრაინაში ამერიკული წარმოების Abrams-ის ტანკების გაგზავნას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები პირადად ეჭვობენ ამგვარი დახმარების ეფექტურობაზე.

კერძოდ, აღნიშნეს, რომ ასეთი ტექნიკის ხელახლა ტრანსპორტირება ავსტრალიიდან უკრაინაში რთული იქნებოდა, ასევე გართულდებოდა მათი მოყვანა საბრძოლო მზადყოფნაში და ასე შენარჩუნება.

გარდა ამისა, ABC მოჰყავს ერთ-ერთ ამერიკულ წყაროს ინფორმაცია, სადაც წჭვია გამოთქმული, რომ Abrams-ის ტანკები კოშკურით, რომელიც დაუცველია თავდასხმებისთვის, არაა შესაფერისი ბრძოლებისთვის, რომლებშიც აქტიურად გამოიყენება დრონები.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ავსტრალიური აბრამსის ტანკების გადაცემის მიზანშეწონილობაზე ეჭვი არ გაჟღერებულა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა “აბრამსების” პირველი პარტიის მიწოდების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა: ”ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ უკრაინასთან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ შეერთებულ შტატებთან, რათა გვენახა ეს ტვირთი და დავინახოთ, რომ ტანკები გზაშია”.

როდის შეძლებს უკრაინა ავსტრალიური ტანკების მიღებას, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან მისვლამდე ტანკები უნდა განთავსდეს პოლონეთის ერთ-ერთ ბაზაზე. აღწერით თუ ვიმსჯელებთ, საუბარია პოლონურ იასენკაზე, უკრაინის სამხედრო მომარაგების მთავარ კერაზე.

banner
წინა სტატიაშიტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შედეგებს მსოფლიო ელოდება
შემდეგი სტატიათიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს