შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან იარაღი მხარეთა პოზიციებს შეცვლის, მაგრამ არც ისე სწრაფად – დანილოვი

იარაღი, რომელსაც უკრაინა მიიღებს შეერთებული შტატებისგან და სხვა მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, შეცვლის შეიარაღებული კონფლიქტის მხარეების პოზიციებს, მაგრამ ეს არ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დაიწყეს წვრთნები ახალი იარაღის გამოყენების შესასწავლად.

დანილოვის თქმით, უახლოეს მომავალში ოკუპანტები ახალ იარაღს თავიანთ თავზე გამოცდიან.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინელებს არ სურთ სხვისი საკუთრების მიტაცება, თუმცა არაფერს საკუთარს არ დათმობენ
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებისა და მოვალეობების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო