შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი: მზარდია ინვესტორების უნდობლობა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ინვესტორები აღარ ენდობიან, რადგან “სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან ერთად, ისევ პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნების პროცესებიც”.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ინვესტორებს ეჭვებს უჩენს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ხელისუფლების განცხადებებიც, რომლის მხიედვითაც მთავრობა ანაკლიას კვლავ პრიორიტეტად განიხილავს.

“საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებული ეჭვები კი გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე სასამართლო სისტემის მიმართ. ბევრი ინვესტორი თვლის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის, ნელი, არაეფექტური, ნაკლებად გამჭვირვალე. რომელსაც ასევე აკლია კომპეტენცია. ეს გარემოება გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე, მთლიანობაში საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო პირობები მყარია, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად დროულად და გონივრულად განხილვა.

კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე, მიკერძოებულ სამართალზე და რეგულაციებისა და კანონის შერჩევით აღსრულებაზე.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ინვესტორი კომპანია დაობს, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, რამაც საბოლოოდ პროექტის ფინანსური სიძნელეები განაპირობა.

მიუხედავად მთავრობის მტკიცებისა, რომ ის ერთგული რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ ინვესტორებსა და ადგილობრივ ბიზნესლიდერებს ამ განცხადებებში ეჭვი ეპარებათ”,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა-ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კოვიდინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 18 პაციენტი გარდაიცვალა