შეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში 8 მაისს ჩავიდა. კერძოდ, იგი ჩავიდა უჟგოროდში. ამის შესახებ ტრანსკარპატების რეგიონალური საბჭო წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკაიას შეხვდა. მათ ერთ-ერთი სკოლა დაათვალიერეს, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება.

„პირველი ლედის ბაიდენის ვიზიტი არის აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯილ ბაიდენის ვიზიტი საჯაროდ არ გამოცხადებულა, საიდუმლოდ ინახებოდა და მედიისთვისაც უცნობი იყო. შეხვედრას მხოლოდ თეთრი სახლის პრესსამსახური ესწრებოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის მან უკვე დატოვა უკრაინა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია
შემდეგი სტატიაუნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა – რუსეთის პატრიარქი