შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს

“საბოლოო ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დონბასის რეგიონში, ლუგანსკში გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი, არის თუ არა დონბასი დაკარგული – არა, ჯერ არ არის. უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ”, – თქვა გენერალმა.

გენერლის თქმითვე, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხმელეთზე ძალიან მცირე პროგრესს მიაღწია, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, დონბასისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

“ეს არის ძალიან ინტენსიური ბრძოლა, ბევრი ძალადობაა – ათიათასობით საარტილერიო სროლაა ყოველ 24 საათში, მსხვერპლი ბევრია ორივე მხრიდან, ნადგურდება ბევრი სოფელი და ა.შ.”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მარნეულში ორი პირი დააკავა, რომლებმაც 20 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს
შემდეგი სტატიაასლან ბჟანია – რუსეთი ბიჭვინთაში აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა