შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი.

მას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.

შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსაც ესტუმრა. ის ასევე დაესწრო წვრთნას მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე.

შერილ ლაიონის თქმით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში აჩვენეს რეკლამა, სადაც ცხვირიდან გაზრდილი თმებით ადამიანები თავს იცავენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშესაძლოა პატიმართა ვიდეო პაემნების საფასური გაუქმდეს