შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი – ზამთარმა შეიძლება 200 000 სიკვდილი მოგვიტანოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში „ყველაზე რთული პერიოდი“ დაგვიდგეს

თეთრი სახლის საგანგებო შტაბი შტატებს უკვე სათითაოდ აფრთხილებს, რომ ახალი კორონავირუსის რისკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისტორიულ მაქსიმუმს“ მიაღწია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში პანდემია სასტიკ მასშტაბებს მიაღწევს.

„რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ დეკემბერსა და იანვარში, ისევე როგორც თებერვალში მძიმე დრო დაგვიდგება“ აცხადებდა რედფილდი ამერიკის სავაჭრო პალატის ღონისძიებაზე ოთხშაბათს და დასძენდა „პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი ყველაზე მძიმე იქნება ამ ერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში!“

რედფილდის პროგნოზით თებერვლის ბოლომდე ახალი კორონავირუსი 450 000 ამერიკელს იმსხვერპლებს.
ჯამში დღემდე 272 133 ადამიანი დაიღუპა ვირუსით, რადგან ყოველ ორ თვეში დანაკარგი 50 000-ით იზრდებოდა.

თუმცა, ნოემბერში გამოკვეთილი მზარდი ტენდენციის გამო, რედფილდი ვარაუდობს, რომ თითქმის 60 000 ახალი შემთხვევა დასრულდება ლეტალურად ყოველ თვე მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რაც დღეში 2 000 ამერიკელის დაღუპვას გულისხმობს.

შეიძლება არც მოხდეს ასე, ამბობს რედფილდი და იქვე იშველიებს აშკარა სამეცნიერო მტკიცებულებას, რომ პირბადე ნამდვილად იცავს ადამიანს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი იქვე ნაღვლობს, რომ ერთსულოვნება არ არსებობს გაჟღერებულ გაფრთხილებებში და შემაგონებელ გზავნილებში.

„ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ შემაკავებელი ზომები ქმედითია!“ აცხადებს რედფილდი. „ვირუსი გვიქმნის გამოწვევას, რომელიც ვერ დაგვჯაბნის თუ ნახევარი ერი მაინც მოიქცევა სწორად. ვირუსი ვერც მაშინ გვაჯობებს თუ ქვეყნის სამი მეოთხედი მოიქცევა სწორად. ვირუსი ყველა ჩვენგანისგან რეალურად ითხოვს სიფრთხილეს.”

სიკვდილიანობა 31 პროცენტით გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში წინა ორკვირიან პერიოდთან შედარებით. ამ დასკვნას The New York Times ჟურნალისგან ვსესხულობთ.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 32 პროცენტით გაიზარდა იმავე პერიოდში. ოთხშაბათის მდგომარეობით 98 691 ამერიკელს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე სტაციონარში, რომელთა 20 პროცენტი რეანიმაციაში იმყოფება ხოლო 7 პროცენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული. 29 ნოემბრით დათარიღებულ, თუმცა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში თეთრი სახლის საოპერაციო შტაბი განგაშს სცემდა იმის თაობაზე, რომ მადლიერების დღის აღნიშვნის გამო ინფიცირებულ პირთა რაოდენობა საფრთხის წინაშე დააყენებდა როგორც ვირუსით ინფიცირებული, ისე ყველა სხვა ნოზოლოგიის მქონე პაციენტების მკურნალობას და გვაფრთხილებდა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან საშიში ადგილია ზამთრის დაწყებამდე ინფიცირების ძალიან მაღალი საბაზისო ნიშნულის და საწოლების შეზღუდული რაოდენობის გამო“.

ანგარიში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს მოუწოდებდა გვერდი აეხვიათ შტატისა და ადგილობრივი ლიდერებისთვის, თუ ისინი ისეთ პოლიტიკას განახორციელებდნენ, რომლებიც „არსებული სიტუაციის სერიოზულობის ამსახველი არ იქნებოდა“.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას – თარხნიშვილი
შემდეგი სტატიაბლუმბერგი – პანდემიის დროს სათხილამორუდ მთაში წასვლა საშინელი აზრია!