შეერთებულ შტატებში დააკავეს 66 წლის ილია კანი, რომელსაც ბრალად ედება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მიკროჩიპების ექსპორტი

შეერთებულ შტატებში დააკავეს 66 წლის ილია კანი, რომელსაც ბრალად ედება „სენსიტიური ამერიკული ტექნოლოგიების“ რუსეთში ექსპორტი. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი იტყობინება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კან არის შეერთებული შტატების, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კანი ფლობს ამერიკულ კომპანიებს Senesys Incorporated და Sensor Design Association, რომლებიც ავითარებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და ამოწმებს მიკროსქემებს სამხედრო ავიაციისა და კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის.

ამერიკული გამოძიების თანახმად, ამ კომპანიების მეშვეობით კანი მონაწილეობდა აშშ-დან ტექნოლოგიის შეძენისა და გაყიდვის “მრავალწლიან სქემებში” რუსული კვლევისა და წარმოების ცენტრისთვის,(ელექტრონული გამოთვლითი საინფორმაციო სისტემები “Elvis”), რომლის მეშვეობითაც რუსული კომპანია  საკომუნიკაციო სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობისთვის მიკროსქემებს ავითარებს.

2022 წლის სექტემბრიდან ცენტრი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფება.

„კანმა არალეგალურად გაგზავნა სპეციალიზებული ტექნოლოგია შეერთებული შტატებიდან რუსულ მწარმოებელზე, რომელიც დაკავშირებულია სხვა სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სუბიექტებთან“, – ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ტექნოლოგიების ექსპორტი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე და მის შემდეგ ხდებოდა.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ, კერძოდ, 2019 წელს კანმა ელვისის კვლევისა და წარმოების ცენტრში რამდენიმე ამერიკული წარმოების მიკროსქემის ექსპორტი მოახდინა, 2022 წელს კი საწარმოს კონტროლერები და რადიოგადამცემი გადასცა ჰონგ კონგში რეგისტრირებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით.

”თითოეულ ამ პროდუქტს სჭირდებოდა ექსპორტის ლიცენზია ვაჭრობის სამინისტროსგან, რომელიც კანმა არ მიიღო”, -ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ