შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება – CNN

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება“ – ამის შესახებ CNN ორ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
CNN-ის ცნობით, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ომის მოკლევადიანი დასასრული არ არის მოსალოდნელი.

ოფიციალურმა პირებმა CNN-თან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი, მაგრამ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვლება და ის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს განახორციელებს სამხედრო მარცხის პირისპირ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ბრძოლები გაგრძელდება „თვეებით ან კიდევ უფრო მეტხანს“, ხოლო ორი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ბრძოლა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიძლება ოთხიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამთავარია უკრაინის „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ განთავისუფლება – პესკოვი