“შეელიეთ თქვენს ჯიპებს და ფუფუნებას”

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს პენსიების 50 ლარით მომატებისკენ მოუწოდა.

წიკლაურმა სხდომათა დარბაზში 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა მიიტანა, რომლებიც პენსიის მომატებას მოითხოვენ. წიკლაურის თქმით, ბიუჯეტში საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ პენსიონერებს პენსია გაეზარდოთ 50 ლარით.

“აქ არის 100 ათასი ხელმოწერა საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ითხოვენ პენსიონერებს გაეზარდოთ პენსია 50 ლარით. შეელიეთ თქვენს ჯიპებს და ფუფუნებას. ბიუჯეტში არის თანხები, რომ პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია. ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა. პენსიონერები არიან ყველაზე გაჭირვებული ნაწილი მოსახლეობის”, – აღნიშნა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში“ორი დღის მანძილზე გიორგი კვირიკაშვილის სახით დავინახე ახალი პოლიტიკური ლიდერი”
შემდეგი სტატიაოკუპირებულმა აფხაზეთმა 2016 წელს რუსეთისგან 8 მლრდ რუბლი უნდა მიიღოს