შეეგუეთ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი-გიგა ბოკერია მთავრობის ახალ შემადგენლობას

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ენმ-ის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას სიტყვით გამოვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსვლებს “აბსურდული” უწოდა და თქვა, რომ მას უჭირს, განსაზღვროს, დღეს დარბაზში „აბსურდში ვინ მოიპოვა ოქროს მედალი“.

„ეგ არის ლიბერალური დემოკრატია, რომ გაკრიტიკებენ ისე, რომ არ გსიამოვნებს, თან მაგრად რომ არ გსიამოვნებთ და მერე პასუხებსაც იძლევი და მერე სათათბიროდაც ჯდები ოპოზიციასთან. თქვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. აბა, რა გგონიათ, ის, რაც აქ გესმით, რომ როგორი კარგებით ხართ და ნუთუ, კიდევ უფრო კარგები იქნებით შემდეგი 4 წელი, ეს არის კრიტიკა? “ნომინალური” შეურაცხყოფაო, ამბობთ, როცა თეა წულუკიანი გყავთ მთავრობაში, მოუსმინეთ, როგორ ლაპარაკობდა რამდენიმე დღის წინ, ან აქ ერთ-ერთი ახალგაზრდა რომ ოჯახის წევრ მამაზე საუბრობდა, ჩვენ გვიკითხავთ მორალს? შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ და წუწუნებთ იმაზე, რომ არ მოგწონთ, აქ რა გესმით?“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-მა” იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, ეს სასამართლოს საქმეა,”- ვიქტორ დოლიძე ტელეკომპანიასთან მიმართებაში პოზიციას ცვლის
შემდეგი სტატია“გამახსენდა კომკავშირის ყრილობები”- ინაშვილი მთავრობის დამტკიცებას აფასებს