შეეჩვიეთ რუბლის ზონაში ცხოვრებას – პესკოვი

„ზედმეტი აღელვება დოლართან მიმართებით რუსული რუბლის გაუფასურების გამო საჭირო არ არის“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

„ეს არის წარსულის რუდიმენტი. დოლარის კურსის მიმართ ზედმეტი ყურადღება ემოციურად შესაძლებელია. მაგრამ უნდა შევეჩვიოთ, რომ ვცხოვრობთ რუბლის ზონაში და დოლარის კურსზე დამოკიდებულად თავს არ უნდა ვგრძნობდეთ. მაკროეკონომიკური სტაბილურობა სრულად არის უზრუნველყოფილი როგორც მაკრორეგულატორის, ასევე მთავრობის მოქმედებით. შესაბამისად, აღელვების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზს ეწვია
შემდეგი სტატიაომს არ ვაპირებთ, საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს და ტერიტორიებს, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, პროვოკაციაზე რეაგირებას ყოველთვის მოვახდენთ – მდინარაძე