შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო

“შეძრწუნებული ვარ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარი თავდასხმის გამო. ღამით, მოყინულ გზაზე, ოჯახთან ერთად გაჭირვებაში მყოფ კაცზე ჯგუფური თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან მძიმე დანაშაულია. საჭიროა ასეთი შემთხვევების უმკაცრესი დაგმობა, რათა არცერთ შემთხვევაში არ იყოს ძალადობა მხარდაჭერილი და წახალისებული. სოლიდარობას ვუცხადებ ვახო სანაიას, ვუსურვებ წარმატებებს პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ვლოცულობ, რომ უფალმა მას და მის ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა მიმადლოს”,-ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე საკუთარ Facebook გვერდზე

banner
წინა სტატიაშინიკა ობოლაძე: გადაწყვეტილებას იღებენ არა სასამართლოში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში და კიდევ რომელიმე ერთ კერძო სახლში
შემდეგი სტატიაპროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს