შეძრწუნებული ვარ სკოლაზე თავდასხმით, უზრუნველვყოფთ რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას – თრასი

“შეძრწუნებული ვარ რუსეთის ბოლო თავდასხმით ლუგანსკის სკოლაზე, რასაც თავშესაფარში მყოფი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ მიზანში ამოღება ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ უზრუნველვყოფთ პუტინის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.” –

წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი Twitter-ზე. ლუგანსკში რუსეთის ძალების მიერ სკოლის დაბომბვას, რომელსაც თავს 90-მდე ადამიანი აფარებდა, 60 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიკანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ირპენში ჩავიდა
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ 3 715 აბი ”სუბუტექსი” და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი