მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.
“გაავრცელეთ, რომ გაიცნოს მთელმა საქართველომ!!!!
ამ პოსტს არ დავდებდი, მაგრამ ფეისბუქზე სურათი წაშალა და მოქმედებები შეზღუდა ნაძირალა დემეტრე კასრაძემ, მას შემდეგ, რაც მე ტელეეთერებში მის შესახებ ანონიმურად ვთქვი!!!
დემეტრე კასრაძემ ხარხარით აღნიშნა ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს, რომ ეგონა გიგა მოკვდა, გამოკითხვის ოქმში კი უწერია, ეს ამბავი გავიგე 19 ოქტომბერს, როცა გაბაშვილი დააკავესო!
აკი გითხარით, ეს ლენჩები მარტო თავის გამოკითხვის ოქმებს კითხულობენ საქმის მასალებში, ამიტომაც ჰგონიათ თავი უდანაშაულო!!!
უღირსმა მამებმა, შოთა ჩიქოვანმა და გურამ რიკაძემ დაკითხვაზე უარი თქვეს!!!!!
ეს ყველაფერი გაგდიოდათ მანამ, სანამ საქმეს პროკურორობდა არა ქეთი სონიძე და ლევან ვეფხვაძე, არამედ ლუკა გამყრელიძე და იძიებდა არა ვიქტორ მახარაძე, არამედ იაგო ტალახაძე!!
შეძრწუნებული მივმართავ დიდ დიღომს:
არ გაუშვათ ბავშვები ეზოში, თავად მიაცილეთ სკოლამდეც, რადგან მანდ დაძრწიან ის მკვლელები, რომლებიც თქვენმა სიჩუმემ შვა!!!!!
თუმცა ვიცი, რომ ახლა მკვლელების მშობლები წნეხის ქვეშ გყავთ! (რამდენიმე დღის წინ, ჩემი ნაცნობი შეესწრო ჩოჩქოლს, გაიხედა და გაბაშვილის მამას ამუნათებდა ხალხი)”,_ წერს ეკა კუპატაძე.


















