შედის თუ არა პარლამენტში ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი – ნათელაშვილის ბრიფინგი

შედის თუ არა პარლამენტში ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელებში გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს და პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში აქტიურად იბრძოლებს ,,ქართული ოცნება” დანაშაულებრივი ქმედებების გამოსააშკარავებლად.

“საკმარისი იყო, დაგვეწყო გამოკითხვა სოცქსელებში, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია შელაგდა და აზრი დაკარგა ბოიკოტმა, ეგრევე გაახსენდათ სხდომის გაცდენები და უფლებამოსილების შეწყვეტაზე დაიწყეს მსჯელობა. ეს ერთის მხრივ იწვევს დიდ სიხარულს, რადგან ოლიგარქიულ რეჟიმს პათოლოგიურად ეშინია ჩვენი. ეშინია იმ სიმართლის, რასაც მარტო მაქედან კი არ გაიგებს, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ იქ, პირდაპირ რომ ვეტყვით და ვამხელთ მათ დანაშაულებრივ პოლიტიკას. მაგრამ გულისტკივილს იწვევს ის ინტელექტუალური სიჩლუნგე, რაც ქვეყნის მმართველთა ამ დაჯგუფებას გააჩნია.

აქ ყველაფერი მოსულა, მაგრამ გპირდებით, რომ მარტო სიმშვიდეს კი არ დავაკარგინებთ, გუდა-ნაბადს ავაკრეფინებთ ამ ქვეყნიდან. ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტშინ შესვლაზე. ჯერ გამოკითხვა მიდის. – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირას ვერსიებს განიხილავს უკრაინა სააკაშვილთან მიმართებაში
შემდეგი სტატიააქციები თბილისსა და რეგიონებში – მოსახლეობა სოციალურ ვითარებას აპროტესტებს