“შეცვალეს” წერვები სასამართლოსთან გუშინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერ აქციას მართავენ

გუშინ დაკავებულ აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს, დღეს, 15 აპრილს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კი აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ, ადგილზე საპატრულო პოლიციელების გამოსახულებით ბანერები მიიტანეს.

დღეს სასამართლოში გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესია ჩანიშნული.

“ჩვენი მთავარი სათქმელია, იმ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც დადიან აქტივისტების აქციაზე და აკავებენ აქტივისტებს. ბანერებზე ჩამოთვლილია, თუ რით გამოირჩევიან ისინი, მაგალითად გოგა მემანიშვილი, გამოირჩევა იმით, რომ მისი ნათლიაა ადიკო ივანიშვილი. ასევე, დაკავებაში მას უწერია 100%, იმიტომ, რომ ყველა დაკავებაში იღებს მონაწილეობას, ასევე ხელების გადაგრეხვა მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ის უშუალოდ აკავებს ხოლმე, ყველა იმ აქტივისტს, რომელიც პროტესტს გამოხატავს. ასევე 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც ადამიანებს თვალები დათხარეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგა მემანიშვილს აჩუქა ბინა”, – ამბობს აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე ორ შუამდგომლობას დააყენებს, მოითხოვს დაკავებული 9 აქტივისტის საქმეების გაერთიანებასა და სხდომის გადადებას მტკიცებულებების მოძიების მიზნით.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტულ პარტიას“ კომპანია „ენკასთან“ დადებული ყველა კონტრაქტისა და ნორმატიული აქტის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს
შემდეგი სტატიასაქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობა გაორმაგდა