“შეცვალეს” აქტივისტები: ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე მიიღო

სამოქალაქო აქტივისტები, ნიკა კვიტატანი და ნიკა ფარულავა პოლიციამ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

აქტივისტები იზოლატორში 5 დღეს გაატარებენ, რის შემდეგაც ისინი პირდაპირ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას შეუერთდებიან

5 დღით გადავყავარ დროებითი მოთავსების იზოლატორში, 5 დღეში გამოვალ და პირდაპირ მივალ რუსთაველზე – ამბობს ფარულავა.

ადმინისტრაციული წესით პატიმრობა მისჯილი 5-ვე აქტივისტი, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდნენ. ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ 7 პირი 4 ნოემბერს დააკავა, მათგან ხუთს დღეს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე მიიღო

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა