“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ

news
ავტ.: news ივნისი 29, 2020 11:54

“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ

“ოცნების” დარღვეული შეთანხმება – მმართველი პარტიის შეუსრულებელ დანაპირებს დღეს პარლამენტთან გააპროტესტებენ მოძრაობა “შეცვალესა” და “სირცხვილიას” აქტივისტები.

აქტივისტები “ოცნების” ხელისუფლრბას მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებების ფინალურ კენჭისყრამდე 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მაქარაშვილის თქმით, არ შეიძლება დანაპირებების შეუსრულებლობა, რადგან ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით.

“ეს დღე ალბათ შევა ისტორიაში, როგორც ძალიან გარდამტეხი, რადგან დღეს მესამე მოსმენით უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს უფრო დასავლური, ცივილური, თანამედროვე საარჩევნო სისტემისკენ, რომელიც გვიტოვებს შანსს, რომ არ მივებათ რუსეთს და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისთვის ვართ აქ მოსული”, – ამბობს მაქარაშვილი.

პარლამენტთან დაგეგმილ აქციას, გიორგი რურუას მეგობრებიც უერთდებიან. ისინი ამბობენ, რომ , თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენთვის ამ ეტაპზე არის მეორეხარისხოვანი, ჩვენთვის მთავარია გიორგი რურუას გათავისუფლება. თუმცა რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე მნიშვნელპვანია და არ უნდა ჩავარდეს კანონპროექტი, ამასაც ვითვალისწინებთ. ამიტომ პროცესების მართვა იქნება ისე, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ წესრიგს, კანონის ფარგლებში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას და მოვითხოვთ გიორგი რურუას გათავისუფლება”, – ამბობს გიორგი რურუას მეგობარი ლევან მერებაშვილი.

news
ავტ.: news ივნისი 29, 2020 11:54

Google სტატისტიკა


3,658
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics