25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

შეჩერებული სტატუსის მქონე სტუდენტებს მობილობით სარგებლობის უფლება ეძლევათ

სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ისეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს რეფორმის ფარგლებში მიღება შეზღუდული აქვს და ამ მიზეზით სტატუსის აღდგენაზე უარს ეუბნება, 2026-2027 სასწავლო წელს მობილობის უფლება ეძლევათ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცნობით, მათ სწავლის გაგრძელება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეეძლებათ, მიუხედავად სწავლის პერიოდის ხანგრძლივობისა.

მობილობის უფლებით სარგებლობისთვის სტუდენტმა განცხადებით EMIS-ს უნდა მიმართოს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში მის მონაწილეობას.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს — (+995 32) 2 200 220 ან მისწეროთ ელ-ფოსტაზე: info@emis.ge.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატია“რუსთავის ფოლადმა” არმატურის საწარმოო ხაზი “პიემ მეტალს” მიჰყიდა