შეჩერებული სანქციები – აშშ-ის “ჰუმანიზმი” რუსეთის უმსხვილეს ბანკებზე გავრცელდა

აშშ-მა რუსეთის უმსხვილეს ბანკებზე დაწესებული სანქციები დროებით შეაჩერა. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უმსხვილეს ბანკებთან, მათ შორის, „გაზპრომბანკთან“, „სბერბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან ტრანზაქციები ნებადართულია, თუ ისინი ატომური ენერგიის სამოქალაქო პროექტების შენარჩუნებას ემსახურება.

როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, გამონაკლისი 2026 წლის 18 ივნისამდე მოქმედებს და მოიცავს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც 2024 წლის 21 ნოემბრამდე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიამერიკის ჯარების გარეშე მიღებული უსაფრთხოების გარანტიები – რას გეგმავს აშშ უკრაინასთან მიმართებაში?!
შემდეგი სტატია“რუსეთის მოთხოვნები არაგონივრულია” – იტალიის პრემიერი “სამშვიდობო გეგმაზე” პუტინის წინადადებას განიხილავს