15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით – გია ჯაფარიძე

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გია ჯაფარიძე წერს, რომ ერთობა მხოლოდ ახლა კი არ გახდა აუცილებელი, ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინაც უალტერნატივო მოცემულობა იყო:

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით.
ერთიანობა დღეს კი არ გახდა აუცილებელი, ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინაც უალტერნატივო აუცილებლობა იყო.
ცოტანი ვიყავით, ვინც ერთიან საპარლამენტო საარჩევნო სიას ვემხრობოდით.
ურემი სანამ გადატრიალდება, გზას რომ მანამდე ხედავ, ეგაა მნიშვნელოვანი, თორემ ურემი რომ გადატრიალდება, მერე ყველა რაღაცას ვხედავთ.
“ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის – სახრჩობელაო”, – წერს გია ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატიაგავაძლიეროთ კავშირები რუსეთსა და აფხაზეთს შორის – ვლადიმირ პუტინი