შეატყვეს, არ წავიდოდნენ გარიგებაზე, დააპატიმრეს და უწოდეს მოღალატეები-ივერი მელაშვილის მეუღლე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ რუკების ჩამომტანი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საკუტარ ჩვენებში და ტყუილებში აიხლართა, რაც თამარ სულაძის თქმით, იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქმე პოლიტიკური და შეკერილია:

შთაბეჭდილება დამრჩა რომ თვითონ აიხლართა ეს ადამიანი თავის ტყუილებში. ჩვენებაში ერთი თქვა, ჟურნალისტებთან მეორე.

საარჩევნო ხმებზეა ეს ხომ და უნდოდათ ვინც იყო მაშინ ხელმძღვანელობა, იმათზე გასულიყვნენ, რადგან შეატყვეს რომ ესენი არ წავიდოდნენ ასეთ გარიგებაზე, დააპატიმრეს და უწოდეს მოღალატეები – ამბობს სულაძე.

პროკურატურაში დღეს გამოკითხვაზე მინდია ჯანელიძე დაიბარეს. უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

მღვდელ კირიონის მონათხრობით ირკვევა, რომ ჯანელიძე ის პირია, ვინც, რუკის არსებობაზე 2014 წლიდან იცოდა, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმეზე დავით ხიდაშელის ჩვენებეში შეუსაბამობებია. მაშინ, როცა ბიზნესმენი სატელევიზიო ინტერვიუებში ამბობს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, გამოძიებასთან ოლიგარქის გვარს საერთოდ არ ახსენებს.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
შემდეგი სტატიაგანმარტეთ, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა დაინფიცირების დროს-ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს