შეარაღებულმა პირმა ფოთის შესასვლელთან “გალფის” სადგური და მარკეტი დააყაჩაღა

ფოთის შესასვლელთან დილის 5 საათზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგური და მარკეტი დააყაჩაღეს. ერთი შეარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალა. წაღებულია სიგარეტი და ძვირადღირებული სასმელიც.

ადგილობრივების თქმით, გართულებული კრიმინალური ვითარების გამო ბენზინგასამართ სადგურებს პოლიცია იცავს. მათივე ინფომრაციით, სამართალდამცველები სულ რამდენიმე წუთის გასული იყვნენ ადგილიდან რა დროსაც ერთი შეიარაღებული კაცი მარკეტში შეიჭრა.

მაღაზიიდან გამოსულმა ბენზინგასამართი სადგურის ორ თანამშრომელს იარაღის მუქარით თანხა წაართვა და მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, დაკავებული ჯერ არავინაა.

banner
წინა სტატიაშიNCDC – ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული
შემდეგი სტატია1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება